weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელისუფლების ორგანოებმა დროშების შესყიდვაში 1 042 753 ლარი დახარჯეს

11:44 ორშაბათი, 08 მაისი 2017

საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებმა 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, ანუ მხოლოდ 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში, საბიუჯეტო სახსრებით 1 042 753 ლარის ღირებულების დროშები და მისი ატრიბუტები (სადგამები, ფლაგშტოკები) შეისყიდეს. ამ მიზნით ყველაზე მეტი თანხა ქალაქ ბათუმის მერიამ, საქართველოს პარლამენტმა, მთავრობამ, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა დახარჯეს.

დროშების ყველაზე მსხვილ შემსყიდველთა ნუსხა ასე გამოიყურება:

ქალაქ ბათუმის მერია - 147 152 ლარი;

საქართველოს პარლამენტი - 141 960 ლარი;

თავდაცვის სამინისტრო - 140 030 ლარი;

საქართველოს მთავრობა - 117 200 ლარი;

შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებები (სასაზღვრო პოლიცია, საპარტულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მომსახურების სააგენტო) – 114 440 ლარი;

ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო - 81 780 ლარი;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 53 125 ლარი;   

შინაგან საქმეთა სამინისტრო - 43 875 ლარი;

სსიპ შემოსავლების სამსახური - 43 473 ლარი.

შედარებით მცირე მოცულობის შესყიდვები განახორციელეს საგარეო საქმეთა, ფინანსთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ-ებმა (იუსტიციის სახლი, ეროვნული არქივი), ქ. ფოთის მერიამ, ზუგდიდის გამგეობამ და ა.შ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]